ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები შეთანხმდნენ, რომ ივნისის ჩათვლით ხელფასებს არ აიღებენ და ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ დადასტურდა.
ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ინიციატორი ჯორჯო კიელინისთან ერთად ლეონარდო ბონუჩი ყოფილა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ლეონარდომაც მიმართა თანაგუნდელებს:
„სანამ ჩემპიონები ვიქნებით, მანამდე საჭიროა ღირსეული ადამიანები ვიყოთ და საჭიროა ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ“, – მიუმართავს ბონუჩის თანაგუნდელებისთვის.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ბიუჯეტი ამ გადაწყვეტილების მეშვეობით 90 მილიონ ევროს დაზოგავს.