ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „იუვენტუსთან“ მატჩის პრესკონფერენცია გამართა და დღევანდელ მეტოქეზეც ისაუბრა. იტალიელის განცხადებით, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
„ვთამაშობთ „იუვენტუსთან“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია და შესაბამისად, ჩვენ სიმულაციას გავდივართ პსჟ-სთან მატჩამდე.
რა თქმა უნდა, „იუვეს“ აქვს სკუდეტოს მოგების შანსი და სურვილი. ვფიქრობ, რომ დიდი უპირატესობა აქვს „ლაციოსთან“, შვიდი თამაშია დარჩენილი და ეს ცოტა არაა, მაგრამ ქულათა სხვაობა დიდია“, – თქვა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვესა“ და „ატალანტას“ შეხვედრა 11 ივლისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.