იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსი“ ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ნაპოლი“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა (0:0, 3:1). ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მაისში ვითამაშებთ, საბედნიეროდ, მანამდე დროა. ჩვენ არაჩვეულებრივი საღამო გვქონდა და იმედი მაქვს, რომ ფინალშიც კარგად ვითამაშებთ. ძალიან ძლიერ და ფავორიტ „იუვეს“ შევხვდებით, მაგრამ გამარჯვებას ვეცდებით“, – თქვა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ფინალი 19 მაისს გაიმართება. „ატალანტა“ ფინალში 2018-2019 წლების სეზონშიც იყო, მაგრამ რომის „ლაციოსთან“ მარცხი განიცადა, „იუვე“ კი გასულ სეზონში „ნაპოლისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.