„იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ზედიზედ მესამე მატჩი ადვილად და ლამაზი ფეხბურთით მოიგო.
მაურიციო სარის გუნდი 29-ე ტურში „ჯენოას“ ესტუმრა და პირველი ტაიმი უგოლოდ კი დასრულდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ტურინელებმა დიდებული გოლები გაიტანეს.
50-ე წუთზე პაულო დიბალამ ითამაშა საჯარიმოში ტექნიკურად მატია პერინის კარი აიღო. არგენტინელმა ზედიზედ მესამე თამაშში შეძლო თავის გამოჩენა. 6 წუთში კრიშტიანუ რონალდუმ გაისროლა, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან ძლიერი დარტყმით იხეირა. 17 წუთში კი თავი დუგლას კოშტამაც გამოიჩინა, გოლი ისევ ძალიან ლამაზი და ეფექტური იყო.
ამ მატჩში ნეგატიური ის მოხდა, რომ ტურინელბმა მშრალი სერია დაასრულეს და გოლი გაუშვეს. 77-ე წუთზე ანდრეა პინამონტიმ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.
„იუვენტუსმა“ 72 ქულა დააგროვა, „ლაციოსთან“ 4-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს და მომდევნო მატჩს 4 ივლისს, „ტორინოსთან“ გამართავს.
„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:0)
გენუა, „მარასი“
უმაყურებლოდ
„ჯენოა“ (3-5-2): პერინი; რომერო, სუმაორო, მაზიელო; გილიონე (ბარეკა 62), ბეჰრამი, შონე (ლერაგერი 46), სტურარო (ბირასკი 75), კასატა (პადევი 78); პინამონტი, ფავილი (სანაბრია 46)
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო; ბენტანკური, პიანიჩი (რემზი 74), რაბიო (მატუიდი 83); ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 66), დიბალა (ოლივიერი 83), რონალდუ (იგუაინი 74)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 დიბალა (50), 0:2 რონალდუ (56), 0:3 დუგლას კოშტა (73), 1:3 პინამონტი (77)
გაფრთხილება: ფავილი (7), შონე (33), სტურარო (58), კასატა (70), მაზიელო (80) – ბონუჩი (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 2 (2) – 11 (9) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე