ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკო კომისო ფედერიკო კიეზას გაყიდვის წინააღმდეგი არაა. მათ შორის არც „იუვენტუსში“.
„გადაწყვეტილება კიეზამ უნდა მიიღოს, თუ წასვლა ენდომება, მე ამას მივიღებ, სწორი თანხის შემოთავაზების შემთხვევაში. „იუვენტუსში“ მისი ტრანსფერი? არცერთი გუნდისთვის ვეტო არ არსებობს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ნებისმიერ გუნდში გავყიდით“, – თქვა კომისომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ გარდა კიეზას მიმართ სერიოზულ ინტერესს მილანის „ინტერი“ იჩენს.