ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ პაველ ნედვედს არ ელაპარაკება.
„იების“ მფლობელმა „იუვენტუსთან“ შეხვედრა გაიხსენა, როდესაც მატჩის შემდეგ მსაჯობის გამო პროტესტი ხმამაღლა გამოთქვა.
„ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მხოლოდ ფეხბურთელების დაცვაზე ვფიქრობდი. შესაძლოა ტონი განსხვავებული იყოს, მაგრამ პრინციპები არ იცვლება. ამდენი უსამართლობის შემდეგ საუბარი საჭირო იყო. მე ნედვედს არ ველაპარაკები, ბარონე ანიელის ესაუბრა“, – განაცხადა კომისომ.