მთავარი / სიახლეები / სერია A / ფილიპი: “ბუფონი ისტორიაში საუკეთესო მეკარეა”

ფილიპი: “ბუფონი ისტორიაში საუკეთესო მეკარეა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარეების მწვრთნელმა კლაუდიო ფილიპიმ განაცხადა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარეა. ფილიპიმ ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

„ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარეა. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი თვისებები აქვს, ერთადერთია, ვინც ასე დიდხანს დარჩა მაღალ დონეზე. მას ჰქონდა მრავალი დუელი, დიდასთან, ჟულიო სეზართან, კანთან, ნოიერთან… ის ყოველთვის არის და გვიჩვენებს სპორტსმენის სიდიადეს.

მისი საიდუმლო მენტალიტეტია. ჯიჯი უნიკალური ათლეტია, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მის კარიერაში მოხდა, თუნდაც ორი მძიმე ტრავმა, მაინც მაღალ დონეზე დაბრუნდა, რაც მენტალიტეტზე მიუთითებს“, – თქვა ფილიპიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …