ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთელმა ჩირო ფერარამ ანდრა პირლოს სტარტის შესახებ იხუმრა. მან ღიმილით განაცხადა, რომ მას უკეთესი სტრტი ჰქონდა, ვიდრე ანდრეას.
„მე ანდრეაზე ბევრად უკეთ დავიწყე, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაუარესდა და ამიტომ, ჩემი გათავისუფლება თითქმის გარდაუვალი იყო. მე ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მცირე გამოცდილებით, ისევე როგორც კლუბის ხელმძღვანელობა. ჩემს შემდეგ კიდევ ორმა მწვრთნელმა, ძაკერონიმ და დელ ნერიმ ვერ იმუშავეს, ჩემზე ბევრად გამოცდილებმა და მათ უფრო ცუდი შედეგები ჰქონდათ“, – თქვა ფერარამ.
შეგახსენებთ, რომ ჩირო ფერარა „იუვენტუსს“ 2009-2010 წლების სეზონში წვრთნიდა. მან გუნდი 2009 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა და 2008-2009 წლების სეზონში “იუვეს” ბოლო ორი მატჩი მოაგებინა, რის შედეგადაც ნდობა გამოუცხადეს. ახალ სეზონში ჩიროს დასაწყისი კარგი ჰქონდა, მიჯრით 4 თამაში მოიგო სტარტზე, მაგრამ შემდეგ გუნდში კრიზისი დაიწყო და გაათავისუფლეს.