„იუვენტუსს“ 121 წლის იუბილეს ფეხბურთელები ულოცავენ:
პაულო დიბალა – „გილოცავ „ვეკია სინიორა“. ტრიუმფალური 121 წელი და კვლავ დიდი მომავლით“.
ჯანლუიჯი ბუფონი – „გილოცავ ვეკია სინიორა!“.
ალესანდრო დელ პიერო – “გილოცავ „იუვე“! დღეს 121 წლის გახდი, შენ ხარ ბებერი სინიორა ყოველთვის ლამაზი და გამარჯვებული. აქედან 19 წელი ერთად გავიარეთ და ეს იყო ფანტასტიკური წლები! ალე”.
დუგლას კოშტა – „ბედნიერი დაბადების დღე ვეკია სინიორა!“.
კლაუდიო მარკიზიო – „ყოველ წელს აღვნიშნავ. ყოველ დღე გულშია. გუშინ, დღეს, სამუდამოდ… მსოფლიოს ყველა კუთხიდან“.
დანიელე რუგანი – „ლეგენდების საიდუმლოება იმაშია, რომ არასდროს ბერდებიან. Forever ახალგაზრდა ბებერო ქალბატონო“.
ჯორჯო კიელინი – „ბენდიერი დაბადების დღე ვეკია სინიორა“.
სამი ხედირა – „ისტორიის, დიდების, ემოციის 121 წელი. ბედნიერი დაბადების დღე ვეკია სინიორა“.
მირალემ პიანიჩი – „არანაირი დისტანცია, არანაირი ბარიერი. ორი ფერი და ერთი ოჯახი. გავაგრძელოთ ისტორიის დაწერა. ბედნიერი დაბადების დღე ვეკია სინიორა“.
ვოიცეხ შჩესნი – „გილოცავ 121-ე დაბადების დღეს“.
უეფა – „დღეს 121-წლიანი ისტორიის დღეა. გილოცავთ „იუვე“.
სერია A – „მოედანზე შავ-თეთრი მაისურით ბევრი ჩემპიონი გასულა 121 წლის განმავლობაში. მაგრამ, იცოდით, რომ „იუვენტუსის“ პირველი მაისური ვარდისფერი იყო? გილოცავთ „იუვე“!“.