ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 31-ე ტურში „მილანთან“ 2:4 წააგო. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკას და ფაქტებს.
25 – კრიშტიანუ რონალდუმ 2007-2008 წლების სეზონიდან მოყოლებული მეათედ მოახერხა სეზონში 25 გოლზე მეტის გატანა. ტოპ ჩემპიონატებში ეს საუკეთესო შედეგია ლიონელ მესისთან ერთად (მასაც 10 სეზონი).
2016 – ადრიენ რაბიომდე ბოლო ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში „იუვენტუსის“ მაისურით გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა, პოლ პოგბა იყო 2016 წლის მარტში, „ტორინოსთან“.
8 – 2018 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული „იუვენტუსმა“ პირველად შეძლო ჩემპიონატში ზედიზედ რვა მატჩში მინიმუმ 2-2 გოლის გატანა.
2013 – „მილანთან“ მატჩამდე ბოლო შემთხვევა, როდესაც „იუვემ“ 5 წუთში 3 გოლი გაუშვა, 2013 წლის ოქტომბერში იყო, „ფიორენტინასთან“. იმ შემთხვევაშიც ტურინელები 2:0-ს იგებდნენ და 2:4 წააგეს.