ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში „კალიარი“ კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ სტატისტიკასა და საინტერესო ფაქტებს.
32 – კრიშტიანუ რონალდუმ თავის კარიერაში რიგით მეორე ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი შეასრულა (32 წუთში). უფრო სწრაფად მან „ესპანიოლს“ გაუტანა 2015 წლის სექტემბერში 20 წუთში. ეს იყო „სრულყოფილი“ ჰეთ-თრიქი – გოლი მარჯვენა და მარცხენა ფეხით, აგრეთვე თავით. „იუვენტუსის“ ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც სრულყოფილი ჰეთ-თრიქი ჰქონდა შესრულებული, დავიდ ტრეზეგეა (2007 წლის აგვისტოში „ლივორნოსთან“).
87 – კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში მარტის თვეში 87 გოლი გაიტანა და არცერთ სხვა თვეში ამაზე მეტი არ გაუტანია. მან მიმდინარე სეზონში 8-ჯერ შეძლო მინიმუმ დუბლის შესრულება და ეს საუკეთესო შედეგია ტოპ ჩემპიონატებში. „სარდინია არენაზე“ გოლის შემდეგ მას სერია A-ში ყველა სტადიონზე აქვს გოლი გატანილი, სადაც უთამაშია (18 სტადიონი). მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა თავით და მხოლოდ დელორს, კალვერ-ლიუნს და კალაიჯიჩს (6-6) ჩამორჩება.
3 – 2021 წელს „იუვენტუსმა“ 7 მატჩში შეძლო მინიმუმ 3 გოლის გატანა და უკეთესო შედეგი ამ პერიოდში მხოლოდ „ატალანტას“ აქვს (8).
6 – ხუან კუადრადოს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 საგოლე პასი დაუგროვდა და აქამდე, არც იტალიაში და არც პრემიერლიგაში უკეთესი შედეგი არ ჰქონია. კოლუმბიელს ყველა ტურნირზე ამ სეზონში უკვე 13 ასისტი აქვს.
7 – ფედერიკო კიეზამ „იუვენტუსის“ ბოლო 7 მატჩში 7 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 3 საგოლე პასი).
1 – მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუ, ფედერიკო კიეზა, ალვარო მორატა და დეიან კულუშევსკი ერთად ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ.