ტურინული დერბი „იუვენტუსმა“ ადვილად 4:1 მოიგო. წარმოგიდგენთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს.
5 – ტურინულ დერბიში 5 გოლი ძალიან დიდი ხანი არ გასულა. ბოლოს ამაზე შედეგიანი დერბი დელა მოლე 2001 წელს გაიმართა, როდესაც „იუვე“ პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდა და მატჩი 3:3 დასრულდა. არამხოლოდ ეს: 2017 წლის სექტემბრიდან მოყოლებული (4:0), „იუვენტუსს“ დერბიში 1-ზე მეტი გოლი არ ჰქონდა გატანილი.
5 – დიბალას გოლი მხოლოდ მეხუთე გამოდგა, რომელიც ტურინული დერბის ისტორიაში თამაშის საწყის 3 წუთში გავიდა. პირველი იყო ჯანლუკა ვიალი 1995 წელს. კოფი ჯიჯის ავტოგოლი კი დერბი დელა მოლეში პირველია 2003 წლის აპრილის შემდეგ (ჯანლუკა კომოტო).
40 – ამ შეხვედრაში 40 დარტყმა განხორციელდა. ეს რეკორდია ტურინული დერბისთვის 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ.
1 – კრიშტიანუ რონალდუს საჯარიმო დარტყმით გოლი 2017 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი, როდესაც „რეალში“ თამაშობდა. შესაბამისად, „იუვეს“ მაისურით პირველი ჯარიმა გაიტანა. 38 თამაშში 29 გოლი – კრიშტიანუმ უკვე გააუმჯობესა გასული სეზონის შედეგი (43 თამაშში 28 გოლი). და, გახდა „იუვეს“ ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში 25 გოლი გაიტანა. ბოლოს იგივე 1960-1961 წლების სეზონში ომარ სივორის გაეკთებინა.
5 – პაულო დიბალას სერია A-ს ზედიზედ 5 შეხვედრაში 2017 წლის სექტემბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.
6 – ხუან კუადრადოს ბოლო 6 გოლი „ალიანც სთედიუმზე“ აქვს გატანილი. მან მიმდინარე სეზონში 6 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (2 გოლი, 4 საგოლე პასი). ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ სეზონში.
648 – ჯანლუიჯი ბუფონი სერია A-ს რეკორდსმენი გახდა 648 მატჩით.
400 – ლეონარდო ბონუჩიმ „იუვენტუსში“ მე-400 თამაში ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით. ბოლო 10 წელიწადში „იუვეში“ ყველაზე მეტჯერ მას აქვს ნათამაშები.
100 – „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ფედერიკო ბერნარდესკიმ მე-100 თამაში ჩაატარა.