მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩის შემდეგ

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში „სასუოლო“ დანილოს, აარონ რემზისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

7 – „იუვეს“ მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი შეცვლაზე შესული ფეხბურთელებით და მხოლოდ „ატალანტას“ აქვს უკეთესი შედეგი (9). „სასუოლოს“ წინააღმდეგ „ბიანკონერიმ“ ბოლო 9 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

3 – აარონ რემზიმ ბოლო 5 მატჩში 3 გოლში მიიღო უშუალო მონაწილება (1 გოლი, 2 საგოლე პასი).

3 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ 3 მატჩში გასული წლის ივლისის შემდეგ პირველად მოიგო.

15 – კრიშტიანუ რონალდუს ზედიზედ 15 სეზონია შიდა ჩემპიონატებში სეზონში მინიმუმ 15 გოლი გააქვს, რაც ტოპჩემპიონატების რეკორდია.

2 – დანილოს ტოპჩემპიონატებში საჯარიმოს გარედან 4 გოლი აქვს გატანილი და აქედან 2 „სასუოლოს“ გაუტანა (1 გასული წლის ივლისში).

1 – ბოლოს, როდესაც „იუვენტუსმა“ სერია A-ში რიცხობრივ უპირატესობაში გოლი გაუშვა 2013 წელი იყო. „სასუოლომდე“ ეს „მილანის“ წინააღმდეგ მოხდა (2013 წელს).

11 – პედრო ობიანგი „სასუოლოს“ მე-11 ფეხბურთელია, რომელმაც წითელი ბარათი პირველ ტაიმში მიიღო. 2013-2014 წლების სეზონიდან, როდესაც „ნეროვერდის“ სერია A-ში სადებიუტო სეზონი ჰქონდა, მხოლოდ „ჯენოას“ გაუძევეს პირველ ტაიმში უფრო მეტი ფეხბურთელი (15).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …