მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ჯენოას” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ჯენოას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში „ჯენოა“ დეიან კულუშევსკის, ალვარო მორატასა და ვესტონ მაკკენის გოლებით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

7 – ხუან კუადრადომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 საგოლე პასი შეასრულა და ეს იტალიის ჩემპიონატში მისთვის რეკორდია. ბორსა სოსას (9) და ჟუანის (7) შემდეგ მიმდინარე სეზონში ტოპ ხუთ ლიგაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ყველაზე მეტი საგოლე პასი ისე გააკეთა, რომ გოლი არ გაუტანია. 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული „იუვენტუსის“ ერთადერთი მცველი, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში უფრო მეტი საგოლე პასი გააკეთა, სტეფან ლიხტშტაინერია (8, 2013-2014 წლების სეზონში).

3 – ბოლო სამი სეზონის განმავლობაში „იუვენტუსმა“ პირველ ტაიმში კარში მინიმუმ 7-ჯერ მეორედ დაარტყა და ორჯერვე „ჯენოასთან“ (პირველად 2021 წლის იანვარში იტალიის თასზე).

5 – „ჯენოა“ არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ დეიან კულუშევსკიმ ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა – 5 (3 გოლი, 2 საგოლე პასი) და ეს 4 თამაშში მოახერხა. სერია A-ში ოთხივე გოლი დეიანმა „იუვეს“ მაისურით მარცხენა ფეხით და საჯარიმო მოედნის სივრციდან დარტყმის შედეგად გაიტანა.

8 – ალვარო მორატამ სერია A-ში მერვე გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი გაიმეორა იტალიის ჩემპიონატში (ასევე 8 გოლი 2014-2015 წლების სეზონში).

3 – ვესტონ მაკკენი „იუვენტუსის“ პირველი ნახევარმცველია 1994 წლის შემდეგ, რომელმაც შეცვლაზე შესვლის შემდეგ 3 გოლი გაიტანა. არცერთ ამერიკელ ფეხბურთელს ტოპ 5 ლიგაში მიმდინარე სეზონში მასზე მეტი გოლი არ გაუტანია (5). ხუთივე გოლი მან საჯარიმო მოედანში ყოფნის შედეგად და მეორე ტაიმში გაიტანა.

2 – 2019 წლის აგვისტოს შემდეგ „იუვემ“ პირველად მოახერხა მატჩის საწყის 22 წუთში 2 გოლის გატანა (მაშინ დანილომ და გონსალო იგუაინმა „ნაპოლისთან“).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …