იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსმა“ „ინტერის“ ბარიერი დაძლია და ფინალში გავიდა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ სტატისტიკასა და საინტერესო ფაქტებს.
6 – „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში ბოლო 7 სეზონში მეექვსედ გავიდა. გამონაკლისი მხოლოდ 2018-2019 წლების სეზონია. ისტორიაში კი მეოცედ გავიდა ფინალში და ეს რეკორდია. შემდეგ მოდიან „რომა“ (17) და „ინტერი“ (13). როგორც 2018 და 2020 წლებში, ახლაც „იუვე“ ფინალში წაუგებლად გავიდა.
5 – „იუვენტუსმა“ „ინტერი“ იტალიის თასის ნახევარფინალიდან მეხუთედ გააგდო და მეტჯერ ამ ეტაპზე არც შეხვედრილან.
11 – „იუვენტუსი“ 2021 წელს 12 მატჩიდან 11-ში დაუმარცხებელი დარჩა (10 მოგება, 1 ფრე) და „ინტერთან“ ბოლო 10 თამაშში მხოლოდ ერთხელ წააგო (6 მოგება, 3 ფრე).
2 – „ინტერი“ „იუვენტუსთან“ ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ მეორედ დარჩა დაუმარცხებელია (2 ფრე, 5 წაგება). ორივე ფრის შემთხვევაში თამაში 0:0 დასრულდა.
0 – „ინტერს“ „იუვენტუსთან“ ტურინში გოლი ბოლო 7 მატჩია არ გაუტანია (2015 წლის იანვრის შემდეგ).