ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა. წარმოგიდგენთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.
1600 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში 1600-ე თამაში მოიგო და პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც ეს გააკეთა.
50 – კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ მაისურით 50-ე გოლი გაიტანა. პორტუგალიელს ამისთვის 70 თამაშის ჩატარება დასჭირდა.
17 – მიმდინარე სეზონში „იუვენტუსმა“ 17 გოლი გაიტანა სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ (პენალტი, ჯარიმა, ჯარიმის გათამაშება, კუთხურის გათამაშება). ეს საუკეთესო შედეგია „რომასთან“ ერთად, რომელსაც ასევე 17 გოლი აქვს მსგავს სიტუაციაში გატანილი.
9 – კრიშტიანუ რონალდუ დავიდ ტრეზეგეს შემდეგ „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ 9 მატჩში გაიტანა.. ფრანგმა ამ შედეგს 2005 წლის დეკემბერში მიაღწია. რონალდუმ კი, კარიერაში მესამედ შეძლო მიჯრით ცხრა თამაშში გატანა (204 წლის ნოემბერსა და 2018 წლის მაისში). კრიშტიანუს სერია A-ში 50 შეხვედრაში ამდენივე გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (40 გოლი, 10 საგოლე პასი).
40 – მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებისთვის 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან), კრიშტიანუ რონალდუს დებიუტანტებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. საწყის 50 მატჩში 40 გოლი, ბოლო 26 წელიწადში იტალიის ჩემპიონატში არავის გაუტანია.