ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.
43 – კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში 43-ე გოლი გაიტანა და მანუელ რუი კოშტას გადაასწრო. ახლა პორტუგალიელებში ყველაზე მეტი გოლი რონალდუს ანგარიშზეა.
13 – „იუვენტუსმა“ „ბოლონიასთან“ ბოლო 14 მატჩიდან 13 მოიგო (1 ფრე) და საკუთარი კარი მშრალად ცხრაჯერ შეინახა.
4 – „იუვენტუსმა“ ზედიზედ ოთხ მატჩში მოახერხა კარის მშრალად შეინახვა ყველა ტურნირის ჩათვლით (419 წუთი) და 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ეს პირველად მოხდა.
1 – „იუვენტუსმა“ საგარეო მატჩში გოლი პირველად არ გაუშვა 2019 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც „ლევერკუზენთან“ შეინახა კარი ხელუხლებლად.
3 – კრიშტიანუ რონალდუმ და პაულო დიბალამ 68-ედ ითამაშეს ერთად, მაგრამ მხოლოდ მესამედ მოახერხა ორივემ გოლის გატანა. მანამდე ს მოხდა „ფროზინონესთან“ და „სამპდორიასთან“ მატჩებში.
43 – კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია 43 გოლით, იმ პერიოდიდან, რაც დებიუტი ჰქონდა.
15 – კრიშტიანუს იტალიაში 16 სტადიონზე უთამაშია და „რენატო დალ არა“ გამოდგა მე-15, სადაც გოლი გაიტანა. ერთადერთი არენა, სადაც ჯერ თავი არ გამოუჩენია, „პარმას“ „ენიო ტარდინია“.
20 – „იუვენტუსში“ მისი მოსვლის შემდეგ საჯარიმოს გარედან პაულო დიბალამ მე-20 გოლი გაიტანა. მხოლოდ ლიონელ მესის აქვს ამავე პერიოდში ტოპ ჩემპიონატებში უფრო მეტი გოლი გატანილი (40).
7 – პაულო დიბალამ „ბოლონიას“მე-7 გოლი გაუტანა და სერია A-ში ამაზე მეტჯერ არავინ დაუმწუხრებია.