მთავარი / სიახლეები / ფაბიო კარესა: “მაროტა რონალდუს ტრანსფერს შეეწირა”

ფაბიო კარესა: “მაროტა რონალდუს ტრანსფერს შეეწირა”

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და Sky Sport-ის კომენტატორი ფაბიო კარესა „იუვენტუსიდან“ ჯუზეპე მაროტას წასვლას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ანიელიმ აღნიშნული გადაწყვეტილება რონალდუს ტრანსფერის გამო მიიღო.

„კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ფაბიო პარატიჩისგან დაიბადა, თუმცა მას მაროტა არ ეთანხმებოდა. შესაბამისად, ანიელიმ ჩათვალა, რომ მაროტა არ იყო ის ადამიანი, რომელიც „იუვეს“ საერთაშორისო დონეზე წარმატებას მოუტანდა“, – თქვა კარესამ.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბრიდან ჯუზეპე მაროტა „ბებერი სინიორას“ გენერალური დირექტორის პოსტს დატოვებს. ვინ შეცვლის მას, ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “20 დღე გვაქვს”

მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, „იუვეს“ 20 დღე აქვს სიტუაციის შესაცვლელად. ამის შესახებ მაქსმა სოციალურ ქსელში დაწერა. …