ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ზინედინ ზიდანთან კონტაქტი ჰქონდა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა El Chiringuito-მ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანი სეზონის ბოლოს „რეალს“ დატოვებს და მას კარიერის გასაგრძელებლად ორი ვარიანტი აქვს – „იუვე“ და საფრანგეთის ნაკრები. უფრო მეტი დეტალი ამ დროისთვის უცნობია.
„იუვენტუსს“ ანდრეა პირლო ავარჯიშებს, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ტურინული კლუბი მისი ხელმძღვანელებით საშინლად არასტაბილურია და არც ისე კარგ სეზონს ატარებს. აქედან გამომდინარე არაა გამორიცხული, სეზონის ბოლოს გუნდი მასაც დაატოვებინონ და ზიდანი მის შემცვლელად მოიაზრება.