მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი საოპერაციოა

ემრე ჯანი საოპერაციოა

„ჯენოასთან“ წარუმატებელი მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ ბანაკში კიდევ ერთი ცუდი ინფორმაციაა. როგორც „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება, ემრე ჯანს შესაძლოა ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.

როგორც ცნობილი გახდა, გერმანელს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აღმოაჩნდა და მკურნალობა სჭირდება. არაა გამორიცხული, რომ ქირურგიული ჩარევაც საჭირო გახდეს.

ეს მასიმილიანო ალეგრისთვის სერიოზული საფიქრალია. გუნდში მხოლოდ 4 ნახევარმცველი დარჩა, აქედან ერთი (სამი ხედირა) კი ტრავმირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ალეგრი 3 ნახევარმცველით თამაშობს, გამოდის, რომ სათადარიგო სკამზე შემცვლელი არავინაა…

შემთხვევითი სიახლე

იტალიის სუპერთასის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

იტალიის სუპერთასის 2020 წლის მატჩი 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. Lega Calcio-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად …

ანდრეა პირლო: “ადაპტაციისა და ექსპერიმენტების დრო ამოიწურა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო „კალიარისთან“ მატჩამდე Juventus TV-ს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ექსპერიმენტებისა …