მთავარი / სიახლეები / “ემპოლი” – “იუვე”: წინათქმა

“ემპოლი” – “იუვე”: წინათქმა

ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერის“ დამარცხების შემდეგ „იუვენტუსი“ ისევ საშინაო ასპარეზზე დაბრუნდება და დღეს, „ემპოლის“ ესტუმრება. მეტოქე ძალიან ცუდ ფორმაშია და ისედაც, „ბებერი ქალბატონი“ აშკარა ფავორიტად მიიჩნევა.

მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრი შეგირდებს კონცენტრაციისკენ მოუწოდებს ტრადიციულად. ტოსკანელთა რიგებში ვერ ითამაშებს ლევან მჭედლიძე, რომელიც ტრავმირებულია. „იუვეს“ კი ამავე მიზეზით ისევ ვერ დაეხმარებიან მარიო მანჯუკიჩი, ემრე ჯანი და სამი ხედირა.

აქამდე, „იუვე“ „ემპოლის“ 22-ჯერ შეხვედრია და უდიდეს უპირატესობას ფლობს: 17 მოგება, 3, ფრე, 2 წაგება.

აურელიო ანდრეაცოლი: „ვითამაშებთ ისე, როგორც ყოველთვის, იგივე ფილოსოფიით. რონალდუ? ეს იქნება შოუ, მაგრამ მას აქვს ორი ფეხი და ორი ხელი, როგორც ყველა ჩემს ფეხბურთელს“.

მასიმილიანო ალეგრი: „ემპოლი“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, შეუძლია ბურთის კონტროლი, რომელსაც ადვილად არ კარგავს. თუ სწორად არ მივუდგებით ამ თამაშს, საქმეს გავირთულებთ. რონალდუ ითამაშებს. ის ახლა კარგადაა და მოგვიანებით განვიხილავთ მისი დასვენების საკითხს. ასევე, კიელინიც თუ კარგად იქნება, ითამაშებს, ხოლო კანსელუ და ალექს სანდროდან ერთ-ერთი დაისვენებს. დღეს მივიღებ გადაწყვეტილებას. კარში შჩესნი იქნება, თუმცა მომდევნო მატჩებში პერინსაც მიეცემა შანსი ნამდვილად. სპინაცოლა? განაცხადში იქნება. მანჯუკიჩი და ხედირა? – ორშაბათსა და სამშაბათს ტესტი ჩაუტარდებათ და გავიგეთ, როდის დაგვიბრუნდებიან. ემრე ჯანი? – დიდი შანსია, რომ ოპერაცია დასჭირდეს, თუმცა, იმედია, შესაძლებელზე ადრე დაგვიბრუნდება“.

სავარაუდო შემადგენლობა:

ემპოლი, „კარლო კასტელანი“

27 ოქტომბერი, 20:00 საათი

„ემპოლი“ (4-3-2-1): პროვედელი; დი ლორენცო, სილვესტრე, მაიეტა, ანტონელი; აკქუა, კაპეცი, ბენასერი; კრუნიჩი, ზაიჩი; კაპუტო

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო, პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი; დიბალა, რონალდუ

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

სტატისტიკა

14 – „ემპოლიმ“ „იუვენტუსი“ უკანასკნელად 1999 წლის აპრილში დაამარცხა (1:0 ბიანკონის გოლით). მას შემდეგ 12 თამაში წააგო და ორჯერ ფრეს გამორჩა.

17 – „ემპოლის“ მხოლოდ „ინტერთან“ აქვს უფრო მეტი თამაში წაგებული (18), ვიდრე „იუვენტუსთან“ (17).

17 – „იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატში სტუმრად 17 თამაშია არ წაუგია (14 მოგება, 3 ფრე), ალეგრის პერიოდში ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა სტუმრად. მანამდე კი იყო 25 წაუგებელი მატჩი სტუმრად (2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე).

2 – „ემპოლიმ“ ბოლო ექსვ თამაშში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და ამაზე ცუდი შედეგი ამავე პერიოდში მხოლოდ „ფროზინონესა“ და „კიევოს“ აქვთ (1 ქულა).

4 – „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში კუთხურის შემდეგ 4 გოლი გაიტანა და ეს საუკეთესო შედეგია.

7 – „იუვენტუსს“ საწყის ნახევარ საათში ყველაზე მეტი, 7 გოლი აქვს გატანილი წელს, ხოლო ამავე მონაკვეთში „ემპოლის“ ყველაზე მეტი აქვს გაშვებული (4).

88% – „იუვენტუსს“ ყველაზე მეტი პასი აქვს გაკეთებული (5433) და ყველაზე მაღალი სიზუსტით (88.6%).

2016 – ფედერიკო ბერნარდესკიმ „კარლო კასტელანიზე“ ბოლოს 2016 წლის ნოემბერში ითამაშა და შეასრულა დუბლი (მეორედ სერია A-ში, ჯამში კი სამჯერ აქვს შესრულებული დუბლი იტალიის ჩემპიონატში).

8 – კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსის“ ბოლო 12 გოლიდან რვაში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 3 პასი).

30 – „ემპოლის“ ფეხბურთელმა მიჰა ზაიჩმა ნახევარმცველებში ყველაზე მეტჯერ დაარტყა (30), მაგრამ აქედან მხოლოდ შვიდჯერ საშინაო შეხვედრებში.

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “იტალიაში “იუვენტუსის” გარდა სხვა მაისურით არ ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიაში დაბრუნება გამორიცხა. „პრინცს“ „ბრეშა“ ეპატიჟება, თუმცა, კლაუდიომ როგორც …

კაპელო: “ინტერი” “იუვესთვის” რეალური საფრთხეა”

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ მილანის „ინტერი“ ძალიან გაძლიერდა. მისი აზრით, მილანელთა მთავარი …