იტალიური ფეხბურთის ცნობილმა წარმომადგენელმა ჯანფრანკო ძოლამ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „იუვეს“ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ბრწყინვალე ნაბიჯი გამოდგეს.
„მეც „ვესტ ჰემში“ მუშაობა ისე დავიწყე, რომ სამწვრთნელო გამოცდილება არ მქონდა და ვიცი რას ნიშნავს. ჩვენ ვსაუბრობთ ჩემპიონაზე, რომელსაც თამაშის უმაღლესი ცოდნა ჰქონდა.
რა თქმა უნდა, მწვრთნელის როლი სხვა ნიჭს მოითხოვს და პირლოს სტაფი სჭირდება: ბერტელი დამატებითი ღირებულებაა მის სტაფში, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტუდორი. ანდრეას სწრაფად მოუწევს განვითარება, მისი დანიშვნა თამამი ნაბიჯია და შეიძლება ბწყინვალე ნაბიჯი გახდეს.
სარი? ვიცით, რომ „იუვენტუსი“ ძალიან მომთხოვნი გუნდია და ზოგჯერ გამარჯვებაც არ არის საკმარისი, ბევრი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო“, – თქვა ძოლამ.