ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთა ერთადაც უთამაშია.
სიმბოლურში „იუვენტუსის“ 6 ყოფილი ფეხბურთელი შეიყვანა.
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები: ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი
ნახევარმცველები: ანდრეა პირლო, ჩავი, ანდრეს ინიესტა, ზინედინ ზიდანი
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ალესანდრო დელ პიერო, პაველ ნედვედი
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ძამბროტა „იუვენტუსში“ 1999-2006 წლებში თამაშობდა და 294 მატჩში 11 გოლი გაიტანა.