მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა დაბრუნდა

დუგლას კოშტა დაბრუნდა

მსოფლიო ფეხბურთში ამჟამად წინა პლანზე სანაკრებო თამაშებია,მაგრამ  „იუვენტუსი“ აგრძელებს მზადებას და საწვრთნელი პროცესი განაახლა. მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში 14 მოთამაშე არაა, რომლებიც სხვა და სხვა ნაკრებში არიან წარგზავნილი, თუმცა მათი ადგილი ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებმა დაიკავეს.

წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს ტურინში დარჩენილებმაც – მატია დე შილიომ, ლეონარდო სპინაცოლამ, კრიშტიანუ რონალდუ, მეჰდი ბენატიამ, მარიო მანჯუკიჩმა.

სასიამოვნო სიახლეა ის, რომ ტრავმა მოიშუშა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა დუგლას კოშტამ. ბრაზილიელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაუსრულდა და შესაბამისად, მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

შემთხვევითი სიახლე

“ლიონის” პრეზიდენტს “იუვესთან” უთამაშებელი თამაში ადარდებს

ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტი წუხს იმაზე, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოუმზადებელი თამაში მოუწევს. განსაკუთრებით იმის …

“მანჯუკიჩი ძირს დაეცა” – კიელინიმ “რეალთან” წაგებული ფინალის შესვენება გაიხსენა

რა მოხდა 2017 წელს მადრიდის „რეალთან“ მატჩის დროს შესვენებაზე „იუვენტუსის“ გასახდელში? ეს კითხვა დღემდე ბევრს …