მთავარი / სიახლეები / ჟოზე მოურინიოსა და რომელუ ლუკაკუს პრესკონფერენცია

ჟოზე მოურინიოსა და რომელუ ლუკაკუს პრესკონფერენცია

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. „განსაკუთრებულის“ განცხადებით, მეტოქე ჩემპიონთა ლიგის გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ მისი გუნდი სწორედ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ეცდება ძალის დემონსტრირებას:

„კმაყოფილები ვართ იმ თამაშით, რომელიც შაბათს ვაჩვენეთ, მაგრამ სინანული გვიპყრობს მატჩის დასასრულის გამო. ბიჭებს ვუთხარი, რომ ლონდონის ენთუზიაზმი შეინარჩუნონ, იყვნენ ბედნიერები, ამაყები და დარწმუნებულნი, რომ ხვალ დიდი თამაში ჩაატარონ.

კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რა შეგვიძლია. გვინდა დავამტკიცოთ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „იუვენტუსია“ და რომელსაც დიდი ფეხბურთელები ჰყავს: ბონუჩი, კანსელუ, ემრე ჯანი, რომელიც იმედია მოედანს მალე დაუბრუნდება. „იუვე“ ახლა ერთი წლით კიდევ უფრო გამოცდილია იგივე მწვრთნელითა და იგივე სტრუქტურით. ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. ბოლო წლებში განმავლობაში ორი ფინალი ითამაშა და 7 სკუდეტო მოიგო. ამ სეზონში უკვე კანდიდატზე მეტიცაა“, – განაცხადა მოურინიომ.

აქვე გეტყვით, რომ ხვალინდელ შეხვედრაში „მანიუს“ ალექსის სანჩესი ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს მოურინიომ გაუმხილა.

პორტუგალიელს პრესკონფერენციაზე მხარს რომელუ ლუკაკუ უმშვენებდა, რომელმაც ასევე გააკეთა კომენტარი მოახლოებულ თამაშზე:

„იმედგაცრუებულები ვართ შაბათს დაფიქსირებული შედეგის გამო, მაგრამ გუნდში ამინდი შეიცვალა. კარგად ვთამაშობთ. ხვალ? რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. მოვემზადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ.

რონალდუ? – ის ყველა მოთამაშისთვის მაგალითია: ხედავ როგორ ემზადება და როგორ თამაშობს ყველა შეხვედრას“, – დასძინა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომ  „მანჩესტერი“ „იუვენტუსს“ „ოლდ ტრაფორდზე“ 23 ოქტომბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

დანი ალვეში: “ზაფხულში “იუვენტუსში” დაბრუნების შანსი მქონდა”

„სან პაულუს“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რო გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნება შეეძლო, მაგრამ სამშობლოში …

ალი დაეი: “რონალდუ ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შანსი აქვს სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში. პორტუგალიელს …