ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ ორი დღის წინ ინტერვიუში თქვა, რომ ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ტურინში ძალიან ბედნიერია.
იტალიური მედიის ცნობით კი, კლუბს მასთან ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს და არგენტინელის წარმომადგენლებს ხვდებიან.
მხარეების საერთი მიზანი სწრაფად შეთანხმებაა, რომლის მიხედვით პაულოს ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
დიბალას „იუვესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. შავ-თეთრი მაისურით მის აქტივში 216 მატჩში 91 გოლია.