პაულო დიბალას აგენტმა ხორხე ანტუნმა უარყო ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე ზაფხულს არგენტინელის ტურინული კარიერა დასრულდებოდა. მისი განცხადებით, ამგვარი ჭორები მხოლოდ მოგონილია.
„ამ დღეებში გაზეთებში ძალიან ბევრი სრულიად ცრუ ინფორმაციები წავიკითხე. დიბალა „იუვენტუსის“ მოთამაშეა და ბედნიერი ვარ, რომ კლუბთან ერთად ვმუშაობთ კონტრაქტის განახლებაზე ჩვენი ჩვეული დამოკიდებულებით“, – განაცხადა ანტუნმა.
შეგახსენებთ, რომ დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ბოლო ცნობებით ისიც დაიწერა, რომ ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ წელიწადში 20 მილიონი ევროს ხელფასს ითხოვდა.