მთავარი / სიახლეები / სერია A / დიბალა: “მოკლე დროში ნდობის მოპოვება ძნელია”

დიბალა: “მოკლე დროში ნდობის მოპოვება ძნელია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ „ბოლონიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელის განცხადებით, ჯერ საუკეთესო ფორმისგან შორსაა.

„გოლის მომენტში ბერნარდესკიმ კარგად შემნიშნა, შემდეგ ვისარგებლე მოძრაობით, რადგან ალბათ მცველი ფიქრობდა, რომ ბურთს დავუბრუნებდი. იტალიის თასი? რომ მოგვეგო, გვეტყოდით, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არა შესანიშნავად. დღეს უკეთესები ვიყავით, ადვილი არაა მოკლე დროში ნდობის მოპოვება.

დღეს საუკეთესო კონდიციაში არ ვიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ თამაშის გამო. იმ პაუზის შემდეგ რამდენიმე თამაშში ძნელია ფორმის აღდგენა, შეიძლება მატჩების დროს ჩაკარგვაც იყოს.

რაც შეეხება მოედანზე ჩემს პოზიციას, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მწვრთნელთან ვსაუბრობთ, რომელიც მაძლევს თავისუფლებას და თანაგუნდელებთან ერთად ყველასთვის შესაფერისი გამოსავლის პოვნას ვცდილობთ“, – აღნიშნა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 26 ივნისს, ტურინში, „ლეჩესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …