ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ ხელფასების დაკლებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პოზიცია ფეხბურთელების მხრიდან იყო.
„კიელინიმ პრეზიდენტთან ისაუბრა და შემდეგ გუნდთან. ჩვენ ჩატში ვისაუბრეთ და იყო განსხვავებული მოსაზრებები, იყვნენ ფეხბურთელები, რომელთაც პრემიებამდე ერთი ან ორი თამაში აკლდათ, მაგრამ ეს საუკეთესო გამოსავალი იყო“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ხელფასების დაკლებით 90 მილიონი ევრო დაზოგა.