ტურინის „იუვენტუსი“ და პაულო დიბალა ახლოს არიან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. „ინტერთან“ შეხვედრაში არგენტინელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაშია და კლუბის ხელმძღვანელობაც საბოლოოდ დაარწმუნა.
პაულოს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა ზაფხულამდე მისი გახანგრძლივება იგეგმება (სავარაუდოდ 3 წლით).
განახლებული პირობებით არგენტინელი სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დიბალას მიმდინარე სეზონში 34 თამაშში 13 გოლი აქვს გატანილი. „ინტერთან“ კი თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა.