გასული წლის აგვისტოში პაულო დიბალა ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსის“ დატოვებასთან. თუმცა, მისმა ტურინში დარჩენის სურვილმა გადაწონა კლუბის ეკონომიკური ინტერესი.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ახლა ყველაფერი შეიცალა, ახლა მისი გოლებისა და მაისურის სიყვარულის წყალობით დიბალა მომავალი კლუბის მომავალი გახდა. ეს იდეა ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიბადა – კლუბი ახალ კონტრაქტს შესთავაზებს (ამჟამინდელი 2022 წელს იწურება).
კარანტინში მყოფი პაულო პირველ რიგში ტესტის პასუხებს ელოდება, რომ დაავადება დაამარცხოს, შემდეგ კი კონტრაქტს გააფორმებს. არგენტინელი მხოლოდ 26 წლისაა, მაგრამ „იუვენტუსში“ 216 თამაში აქვს ჩატარებული და ამჟამად გუნდში მყოფი მოთამაშეებიდან მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონს, ჯორჯო კიელინის და ლეონარდო ბონუჩის აქვთ უფრო მეტი თამაში შავ-თეთრი მაისურით.
კლუბის და ფეხბურთელის გეგმა ნათელია – დიბალა „იუვეს“ დროშა უნდა გახდეს, ალესანდრო დელ პიეროს კვალდაკვალ, რომლისგანაც თითქოს 10-ნომრიანი მაისური მემკვიდრეობით ერგო. ერთ მშვენიერ დღეს კი კაპიტნის სამკლავურის ჩაბარებასაც უნდა ელოდოს. ახლაც, ხანდახან უკვე არის კაპიტანი და იცის რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი.