ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა მის შესახებ გავრცლებულ Fake News-ს გამოეხმაურა. არგენტინელის განცხადებით, კარგადაა და კორონავირუსი არ აქვს.
„ყველას მოგესალმებით. მინდა დავადასტურო, რომ კარგად ვარ და ნებაყოფლობით იზოლაციაში ვარ. ყველას მადლობას ვუხდი შეტყობინებებისთვის. იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ“, – დაწერა დიბალამ ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ვენესუელურმა მედიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რამაც ბევრი გაანერვიულა.