ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ ბავშვებს ონლაინდ რეჟიმში ინტერვიუ მისცა, რომელშიც იტალიური გრანდის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
„ორი ოცნება მაქვს – ერთი – ჩემპიონთა ლიგის მოგება, რა თქმა უნდა „იუვესთან“ ერთად და მეორე არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონობა. საბედნიეროდ ბევრი ლამაზი მომენტი გამოვიარე. „იუვეში“ გადმოსვლა უნიკალური ემოცია იყო, ამ მაისურის ჩაცმა, პრესკონფერენციის ჩატარება, მაგალითად, „იუვეს“ მოთამაშის რანგში პრეზენტაცია. იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ მიზანს მივაღწევ, უახლოესი არის იტალიის სუპერთასის მოგება იანვარში „ნაპოლის“ წინააღმდეგ.
ჩემთვის „იუვეს“ 10 ნომერი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამაყი ვარ, რომ მე ვატარებ. რა ვიგრძენი, როდესაც პირველად „იუვედან“ დამირეკეს? ჯერ ვიკითხე ხუმრობა იყო თუ არა“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 240 მატჩში 97 გოლი აქვს გატანილი.