ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ ანდრეა პირლოს მომავალი მთლიანად „პორტუსთან“ საპასუხო მატჩეა დამოკიდებული. ანჯელო ფიქრობს, რომ თუ „იუვე“ მერვედფინალში გავარდება, ეს სრული კრახი იქნება.
„პირლოს შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: „პორტუსთან“ გამოვარდნა არ შეძლება. „იუვენტუსში“ მისი კარიერა ამ თამაშზეა დამოკიდებული. მერვედფინალიდან ვარდნის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სეზონის ბოლოს პირლოს დაითხოვენ.
ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ წყევლა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო თამაში წინაა და გუნდს შეუძლია ყველაფრის გამოსწორება და შემდეგ ეტაპზე გასვლა. დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება შეუძლიათ. „ბიანკონერისთვის“ „პორტუსთან“ მერვედფინალიდან გავარდნა კატასტროფა იქნება.
ეს „იუვე“ ისეთი ძლიერი და კონკურენტუნარიანი არ არის, როგორიც ჩვენი „იუვე“ იყო 1996 წელს. შემადგენლობა არასრულია, ბევრი ფეხბურთელი მიჩვეული არ არის მაღალ დონეზე თამაშს. ისინი უფრო მეტად ინდივიდუალურად გადიან ფონს, ვიდრე გუნდური თამაშით“, – თქვა დი ლივიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „პორტუს“ საპასუხო მატჩი 9 მარტს, ტურინში გაიმართება.