საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონობა საკუთარ ნაკრებს „იუვენტუსის“ სკოლის ხარჯზე მოაპოვებინა.
„ძალიან მაღალ დონეზე ვარჯიში შედეგის მომტანია. ეროვნულ ნაკრებში „იუვეში“ მიღებული გამოცდილება და იქ გავლილი სკოლა გამოვიყენე
ვის ვბაძავდი? არავის, მე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რაც ჩემი გუნდისთვის სასარგებლოდ იქნებოდა. მე არ ვიღებდი, საკიდან, კრუიფიდან ან გვარდიოლადან. ყველა მწვრთნელის შეფასება შედეგებით ხდება“, – თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი „იუვენტუსში“ 1994-1999 წლებში თამაშობდა, ხოლო 2006-2007 წლებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.