ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მერიჰ დემირალმა მძიმე ტრავმის შემდეგ მინდორზე ვარჯიშიც დაიწყო. ამის შესახებ „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება.
თურქი ფეხბურთელი J მედიკალში ემზადება, ხოლო ახლა მოედანზეც შეძლო ვარჯიში. მისი სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ დღესვე პირველად შეძლო მოედანზე ვარჯიში „რომას“ ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომაც. ორივე ფეხბურთელი იანვარში „რომა“ – „იუვეს“ შეხვედრაში ერთნაირი სიმძიმის დაზიანებით დაშავდნენ.