ყველა გაგიჟებულია მერიჰ დემირალით. თურქმა მცველმა ლევერკუზენის „ბაიერთან“ ნამდვილი სპექტაკლი შემოგვთავაზა, ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში. დემირალმა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს თავისი ძალა აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძირითადის წევრება ბონუჩი და დე ლიხტი მიიჩნევიან, ნათელია, რომ ზაფხულში საუკეთესო ინვესტიცია დემირალის სანაცვლოდ გადახდილი 18 მილიონი ევრო იყო.
ცხადია, „ბაი არენაზე“ ჩატარებული ტესტი საკმარისი არაა და დემირალს სხვა მატჩებშიც მოუწვს თავისი შესაძლებლობებიც ჩვენება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თურქს უდიდესი პოტენცია გააჩნია.
შემთხვევითობა არაა, რომ მერიჰის შეძენა დიდი ხანია „მილანს“ უნდა, მაგრამ ტურინელები თურქისკენ მიმავალ გზას არ ხსნიან. ფეხბურთელის თამაშით მაურიციო სარიც კმაყოფილი იყო.
„დემირალი აგრესიული და ფეთქებადი მცველია, ნორმალურია, რომ ყველაზე მეტი დარტყმა მიიღო. შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ფიზიკურად მისი სიძლიერე უსაფრთხოების ნიშანია. თუმცა, მცირე შეცდომები ტექნიკური თვალსაზრისით დაუშვა“, – თქვა სარიმ.
როგორც იტალიურ მედიაში წერენ, ეს მხოლოდ დასაწყისია და დემირალი კიდევ არაერთხელ იტყვის ხმამაღალ სიტყვას.