ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო ინსტაგრამში ბრაზილიელ რონალდოს დაუკავშირდა და გაესაუბრა.
ლეგენდარული ფეხბურთელების დიალოგიდან ყველაზე საინტერესო ნაწილს ქვემოთ წარმოგიდგენთ:
ალექსი – ჩემი შვილი 10 წლის წინ 4 დღის წინ გახდა, მაგრამ ფეხბურთის ფიქრის გარდა არაფერს აკეთებს. ბავშვებისთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი საქმე აქ ლოს-ანჯელესში… როგორ მოგმართო, პრეზიდენტო? (იღიმის… რონალდო „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტია – ავტ).
რონალდო – მოხარული ვარ, რომ „ვალიადოლიდში“ ეს გამოწვევა დავიწყე, არასდროს მიფიქრია მწვრთნელობაზე, ეს ფეხბურთელობაზე უარესი იქნებოდა. მსოფლიო ჩემპიონატის დროს მადრიდში ვცხოვრობდი (2018 წელს) და ეს შანსი მივიღე, რომელიც ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ შაბათ-კვირას დიდი ნერვიულობა გვიწევს ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში, რომელიც ფეხბურთელობის კარიერაში არასდროს გამომიცდია, რადგან ყოველთვის ჩემპიონობისთვის ვიბრძოდი. შარშან ასეთი ამბავი მოხდა: 85-ე წუთია, სახლში 1:1-ია ანგარიში, ჩემი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თავდამსხმელისთვის საუკეთესო ვითარებაა, მაგრამ მან ბურთი მეკარეს გაარტყა. თამაშის შემდეგ გასახდელში ვესაუბრე და ვურჩიე რა უნდა გაეკეთებინა. მან კი მითხრა: „კი, მაგრამ შენ რონალდო ფენომენი იყავი“.
ალექსი – თუ მშვიდი ხარ უფრო ადვილია საუკეთესო გამოსავალი იპოვო, მაგრამ ზოგადად ეს არ არის ადვილი.
რონალდო – ფეხბურთის დაბრუნება? ვფიქრობ, რომ რისკის შემცველია თამაშზე დაბრუნება, მაგრამ ჩვენ მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას. ტესტები ჩავიტარეთ, ყველა უარყოფითია, მათ შორის ჩემიც. ლიგის ხელმძღვანელობას უნდა, რომ სეზონი ივნისში განვაახლოთ, ვარჯიშების დაწყებიდან ერთ თვეში.
რონალდო – „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გავაგრძელე, მაგრამ 5 დღეში პრეზიდენტმა მითხრა, რომ უნდა გავეყიდე, არ შეეძლო კონტრაქტის დაცვა. მეც ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა და მორატიმ „ინტერში“ გადასვლა შემომთავაზა. ასე დაიწყო ჩვენი დუელები, რადგა სანაკრებო დონეზე ერთადერთხელ მოგვიწია თამაში, საფრანგეთში, მახსოვს, რომ 3:3 დასრულდა თამაში, შენ დუბლი შეასრულე, მე ერთი გოლი გავიტანე.
ალექსი – გახსნილი თამაში იყო, ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ორივე კართან. ჩვენთვის, იტალიელებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დაცვაში კარგად თამაში, ბრაზილია კი ყოველთვის ღია ფეხბურთს თამაშობდა, ესპანური ფეხბურთის მსგავსს. ცუდი არ იქნებოდა, რომ ესპანეთში მეთამაშა ჩემი სათამაშო სტილიდან გამომდინარე.უკმაყოფილო ვიყავი, როდესაც „ინტერმა“ გიყიდა, რადგან შენს წინააღმდეგ უნდა მეთამაშა. ვფიქრობდი, რომ „ბარსელონაში“ გაგიჟდნენ, რომ წასვლის ნება მოგცეს. თუმცა, შენმა იტალიაში მოსვლამ დიდი სტიმული მომცა, ვარჯიში დავიწყე გაორმაგებულად, რომ უფრო ძლიერი ვყოფილიყავი. შენი ყოველი გოლი ჩემთვის შთაგონება იყო, ყოველი თამაში გამოწვევა იყო, ეს იყო ჩვენი გამოწვევა, ყოველთვის ვკითხულობდი მატჩის შემდეგ, „რონალდომ გოლი გაიტანა?“…
რონალდო – შენ ისეთ რამეებს აკეთებდი, მსოფლიოს უყვარდებოდი. მახსოვს, 19 წლის რომ იყავი „დორტმუნდის“ წინააღმდეგ შენი საოცარი თამაში…
ალექსი – ჩვენ ორივემ მივიღეთ საშინელი ტრავმები, რამაც ჩვენი კარიერა შეცვალა.
რონალდო – 4-5 წელი ფიზიკური პრობლემების გარეშე ვითამაშა. 2000 წლამდე ვარჯიშის მეთოდები განსხვავებული იყო, ვიდრე 2000 წლის შემდეგ. დიდ მანძილზე სირბილი ყოველთვის მაზიანებდა. ჩემი ტრავმების ახსნა იმაშია, რომ 2000 წლამდე არასწორად ვვარჯიშობდი. მაგრამ ტრავმებისგან ვისწავლე, უკეთესი ადამიანი გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. მივხვდი რამდენად მიყვარდა ფეხბურთი. ბევრი მეუბნებოდა, რომ მოედანზე ვერ დავბრუნდებოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ტრავმა ფეხბურთს ვერ წამართმევდა.
რონალდო – იულიანოსთან შეჯახება? მე მესმის, რომ მსაჯმა შესაძლოა შეცდომა დაუშვას. თქვენ არ გჭირდებოდათ მსაჯების დახმარება, შესანიშნავად თამაშობდით და ამასთან მოჯის, ბეტეგას, „იუვეს“ საერთო არაფერი ჰქონდა. მახსოვს, რომ ძალიან დაძაბული ატმოსფერო იყო, ცივი ომის მსგავსი.
ალექსი – იმ თამაშში ჩემი წილიც გავაკეთე, რადგან იულიანოს ეპიზოდიდან ერთ წუთში პენალტი განზრახ არ გავიტანე და ასე შეგინარჩუნეთ შანსი (იცინის, იხუმრა). ჩვენ დახმარება არ გვჭირდებოდა, ყოველი კონაქტის შემდეგ პოლემიკა იწყებოდა, არამარტო „ინტერთან“, არამედ ყველა გუნდის წინააღმდეგ, ყველა დაძაბულო იყო, ზეწოლის ქვეშ, წლები გრძლებოდა პოლემიკა ყველაფერზე, ყველა შეხებაზე.
ალექსი – სიყვარული, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოხატავს ჩემდამი განსაკუთრებულია.
რონალდო – ყოველთვის სასიამოვნოა, იტალიაზე შეყვარებული ვარ, ვტირი ხოლმე იმისტუაციის გამო რაც დღეს იტალიაშია, ესპანეთში და ახლაუკვე ბრაზილიაშიც. იმედია მალე ყველაფერი გამოსწორდება.
ალექსი – კუპერთან პრობლემები „ატალანტასთან“ მატჩში დაგეწყო თუ 5 მაისს?
რონალდო – „ატალანტასთან“ იმ ეპიზოდით მივხვდი, რომ ჩემი მომავალი კუპერისგან შორს იყო, მაგრამ პატივის ვცემდი და სეზონის დასრულება მინდოდა. 5 მაისს ჩვენ წავაგეთ თამში, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. პირველ ადგილზე ვიყავით, „ლაციო“ არაფრისთვის თამაშობდა. იმ კვირაში ბევრი უცნაური რამ მოხდა, ნესტას „ინტერს“ უკავშირებდნენ, თითქოს მისი გადმოსვლა გადაწყვეტილი იყო და ამიტომ მოედანზე ძალიან მშვიდად გავედით. 5 მაისი ყოველწლიურად მახსენდება, სოციალურ ქსელში ფოტოებზე მთაგავენ, როცა სათადარიგო სკამზე ვტირი, ეს საკმარისია, 5 მაისი არ ქრება. თუმცა, ზოგადად, დამარცხებებზე საუბარიც არ მაწუხებს.
რონალდო – იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც „ოქროს ბურთი“ უნდა მოეგოთ: ერთი შენ, დანარჩენები, ტოტი, მალდინი, რაული და რობერტო კარლოსი.
ალექსი – მინდოდა ერთხელ მაინც მომეგო, სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ არ ვწუხვარ იმის გამო რა გავაკეთე და როგორ გავაკეთე. იგებ და აგებ, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შენარჩუნება. მომავალში რას გავაკეთებ გადაწყვეტილი არ მაქვს, შესაძლოა მენეჯერი გავხდე, მაგრამ ერთი-ორი წელი მჭირდება მოსამზადებლად.