ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ალესანდრო დელ პიერომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან გაუკვირდა მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა.
“ჩემთვის სიურპრიზი იყო პირლოს დანიშვნა, რადგან ძალიან მალე მოხდა. მეგონა, რომ “იუვე” სხვა მიმართულებით წავიდოდა. ეს ნებისმიერისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან “იუვე” ძალიან სოლიდური კლუბია. ანდრეა შესანიშნავია, არ ვიცი მისი სამწვრთნელო იდეები, მაგრამ კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრისთვის მომზადებულია”, – აღნიშნა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ დელ პიეროს და პირლოს იტალიის ნაკრებსა და „იუვენტუსში“ ერთად უთამაშიათ.