„იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-თან მაურიციო სარი დაიცვა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი პირველი სეზონია „იუვეში“.
„მხარეებს შორის ბალანსი ყოველთვის ფუნდამენტურია. ცოტათი ერთმანეთი უნდა გაიცნონ. ეს არის სარის პირველი წელი, დე ლიხტის პირველი წელი. ნახევარდაცვაში აგრესიული ფეხბურთელები არ არიან, მაგრამ „იუვეს“ თამაში ეს არაა.
ხშირად და სიამოვნებით „იუვენტუსს“ რიტმში თამაში მოსწონს, მცირე ინტენსივობით. ბევრი ქულაა საჭირო წონასწორობის დასაცავად. ალეგრის შეტევაში ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მანჯუკიჩი, ტევესი და მორატა არიან, რომლებიც უფრო მეტს დარბოდნენ. მანჯუკიჩი გუნდს მნიშვნელოვან ტემპერატურას აძლევდა“, – თქვა დელ პიერომ.