მთავარი / სიახლეები / დელ პიერო სამწვრთნელო კურსების გავლას იწყებს

დელ პიერო სამწვრთნელო კურსების გავლას იწყებს

ალესანდრო დელ პიერო სამწვრთნელო კურსების გავლას იწყებს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ალესანდრო ალჩატო იტყობინება, დელ პიერო, დანიელე დე როსი და კრისტიან ვიერიმკოვერჩანოს სამწვრთნელო კურსებზე ჩაირიცხნენ.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. კოვერჩანო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია და იქ სამწვრთნელო კურსები გზის დასაწყისში თითქმის ყველა ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა გაიარა, მათ შორის, მარჩელო ლიპიმ და ფაბიო კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერომ კარიერა 2015 წელს დაასრულა, დე როსიმ 2019 წელს, ხოლო ვიერიმ 2009 წელს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …