მთავარი / გალერეა / ვიდეოგალერეა / დელ პიერო: “რონალდუს გოლი შესასრულებლად უფრო ადვილი იყო, ვიდრე ჩემი”

დელ პიერო: “რონალდუს გოლი შესასრულებლად უფრო ადვილი იყო, ვიდრე ჩემი”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ გატანილი გოლი შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ეს გოლი გარკვეულწილად გავდა დელ პიეროს გოლს, რომელიც 1994 წლის 4 დეკემბერს, ფლორენციის „ფიორენტინას“ გაუტანა. იტალიელი მიიჩნევს, რომ მისი ეპიზოდი გაცილებით რთული იყო, ვიდრე რონალდუს.

„ყველაფერი კრიშტიანუს სიღრმისეული მოძრაობით დაიწყო. ეს გოლი ძალიან გავდა დიბალას გოლს „იანგ ბოიზის“ კარში და მაშინაც ბონუჩის გადაცემა იყო იდეალური. რონალდუმ სრულყოფილად იმოქმედა, ზუსტ მომენტში დაწიყო მოძრაობა, დახვდა ბურთს და გაიტანა.

ჩემს გოლს გავდა „ფიორენტინას“ კარში? – დინამიურად ასეა. ჩემს შემთხვევაში პასი მარცხენა ფლანგიდან გაკეთდა, ტრაექტორია სხვაგვარი იყო და ბურთს მარჯვენა ფეხის გარე ნაწილით დავარტყი. ჩემი აზრით, რონალდუს გოლი შესასრულებლად უფრო ადვილი იყო, ვიდრე ჩემი“, – განაცხადა ალექსმა.

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ბარძალის ულამაზესი გოლი ვარჯიშზე [VIDEO]