ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ალესანდრო დელ პიერომ მარიო მანჯუკიჩის შესახებ ისაუბრა. ალექსი ფიქრობს, რომ ტურინელებმა მისიგასხვისებით შეცდომა დაუშვეს.
„მარიოს ყოველდღე შევინარჩუნებდი. იმის გამო, რასაც მოედანზე აკეთებდა. დღეს „იუვენტუსს“ მსგავსი ფეხბურთელი არ ჰყავს“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 162 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა. გუნდი კი მიმდინარე წლის იანვარში დატოვა.