“იუვენტუსს” დაბადების დღე ლეგენდარულმა კაპიტანმა ალესანდრო დელ პიერომ მიულოცა.
“გილოცავ „იუვე“! დღეს 121 წლის გახდი, შენ ხარ ყოველთვის ლამაზი და გამარჯვებული ბებერი სინიორა. აქედან 19 წელი ერთად გავიარეთ და ეს იყო ფანტასტიკური წლები! ალე”, – დაწერა დელ პიერომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერო “იუვენტუსის” ღირსებას 1993-2012 წლებში იცავდა და კლუბის რეკორდსმენია, როგორც ჩატარებული მატჩების როდენობით, ისე გატანილი გოლებით.