ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-18 ტურში „ინტერთან“ 0:2 დამარცხდა და ძალიან ცუდად ითამაშა. Sky Sport-ის ეთერში თამაშის გარჩევისას კომენტარი „იუვეს“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ „იუვე“ ყველა თვალსაზრისით ცუდად ითამაშა. ცოტა იდეა ჰქონდათ, არ იყო აგრესია და კარში თითქმის არ დაურტყამთ. ეს „ინტერის“ დამსახურებაა, მაგრამ „იუვენტუსს“ „სან სიროზე“ თამაშის დროს მეტის გაკეთება მართებს. ვფიქრობ, „იუვე“ ტავიდანვე ცდილობდა თამაშის მართვას იმ იმედით, რომ გოლს გაიტანდნენ, მაგრამ ძალიან ძლიერი გუნდის წინაშე აღმოჩნდნენ. „ინტერმა“ ყოველთვის იცოდა, რას თამაშობდა და „ბიანკონერი“ იდეის გარეშე გამოიყურებოდა.
რონალდუ მარჯვნივ? არ ვფიქრობ, რომ მას რაიმე განსაკუთრებული ტაქტიკური მოვალეობა აქვს. რეალური კითხვა არის ის, თუ რატომ დააყენა რემზი ფრაბოტას წინ, რომელთაც ჰაკიმის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, რომელიც მართლაც შთამბეჭდავია. „იუვე“ ცვლილებების პერიოდში იმყოფება, „ინტერმა“ კი მთელი თავისი პოტენციალი აჩვენა. ვამბობ თითქმის იმიტომ, რომ შეტევაში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა.
პირლოს შესახებ პასუხი სეზონის ბოლოს გვექნება. ჩემთვსი არ არის განსხვავებული სიტუაცია, ვიდრე შარშან „ლიონთან“ მატჩის შემდეგ იყო. „იუვენტუსი“ ისევ ყველა ტურნირშია და ოთხშაბათს პირველი ტიტულისთვის იბრძოლებს. ამ გუნდს შეუძლია თავის აწევა, რაც ვნახეთ ბარსელონაში და „მილანთან“ მატჩში, რომელიც ლიდერია“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 33 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და ლიდერებს 7 ქულით ჩამორჩება. ტურინულ გუნდს მომდევნო მატჩი 20 იანვარს, იტალიის სუპერთასზე „ბოლონიასთან“ ელოდება.