ალესანდრო დელ პიერომ ინსტაგრამზე ერთ-ერთ გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კმაყოფილია იმ კარიერით, რომელიც ჰქონდა. ალექსს „ოქროს ბურთზე“ გული სყწდება, მაგრამ საერთო ჯამში ბედნიერია მიღწეულით.
გოლები შორეულ კუთხეში
ამ ტიპის გოლები ბაჯოსგან და ძოლასგან ბევრი მქონდა ნანახი, ისინი ამას იდეალურად აკეთებდნენ. ყოველთვსი ძნელია ასეთ სტილში გატანა, მნიშვნელოვანი იყო ვარჯიში და ვარიაციის შექმნა. ერთ სეზონში ძალიან ბევრი გავიტანე ასეთ სტილში და ძალიან ლამაზი იყო, იმ წელს ჩემპიონთა ლიგაც მოვიგეთ, ეს უნიკალური წლები იყო. „დელ პიეროს გოლი“-დან რომელს გამოვყოფ? 2-3 გოლი მართლაც განსაკუთრებული იყო. ალბათ ერთ-ერთი „სტიაუასთან, როდესაც ბურთის კარგად გავაჩერე, შემდეგ დრიბლინგი და ბოლოს დარტყმა. რა თქმა უნდა, დორტმუნდში გოლიც განსაკუთრებული იყო ემოციურად, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი მქონდა და პირველი გოლი გავიტანე. ეს ორი უდავოდ ტოპ სამეულშია.
მუნდიალი 2006
იტალია – გერმანიის მატჩი, დორტმუნდში, მათ სახლში განსაკუთრებული იყო. ჩვენი დაპირისპირება ყოველთვის უნიკალურია. ჩემთვის პირადად ის გოლი ისტორიული გამოდგა. ეს მუნდიალი ჩვენი თაობისთვის ბოლო შანსს წარმოადგენდა მნიშვნელოვანი ტიტულის მოსაპოვებლად. 2012 წელს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე წასვლის იმედი მქონდა, მაგრამ ლიპიმ სხვაგვარად გადაწყვიტა.
საკონინენტთაშორისო თასი
დღეს შეიძლება ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გახვიდე და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაშინ ლიგაზე თამაში მხოლოდ ჩემპიონებს შეეძლოთ. საწყის სამ სეზონში „იუვეში“ ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოვვიგე. სკუდეტო ჩემპიონთა ლიგა, პრაქტიკულად პირველად, რადგან 1985 წელს არავის უზეიმია. შემდეგ იყო საკონინენტთაშორისო თასი, ამით ერთი ციკლი დაიხურა და ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით.
„ოქროს ბურთი“
თუ დღეს მომცემენ, დაუყოვნებლივ წავალ მის ასაღებად. თუმცა ამით შეპყრობილი არ ვყოფილვარ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო, მაგრამ არსებობს დინაიკა, შეფასების კრიტერიუმები, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით, რასაც მივაღწიე, სამწუხაროა, რმო ვერ მოვიგე „ოქროს ბურთი“, მაგრამ ეს განვითარების სტიმული იყო. ყოველთვის მაქსიმუმ ვაკეთებდი მოედანზე ფეხბურთს ჩემი ცხოვრება მივუძღვენი. ვენეტოდან პატარა ბიჭმა ყველაფერს მიაღწია და შესანიშნავი გზა გაიარა. ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე ისტორიულ საფეხბურთო პერიოდში, რომელიც განუმეორებელია“, – თქვა დელ პიერომ.