„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ინსტაგრამში ეციო გრეგიოსთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო.
საფრანგეთთან პენალტები სერია
იმ მომენტში თავში ათასი აზრი მოგდის, მიჰყვები შენს თანაგუნდელებს, დიდი ნერვიულობა იყო. ეს იყო ძალიან გრძელი და თან მოკლე, გზა, დამანგრეველი გზა. შენი გუნდის ბედი ამაზე გადი. ყოველი ჩვენი დარტყმის შემდეგ ვფიქრობდით, ჯიჯი მოიგერიებს, ააცილებენ… საბოლოოდ, ყველაფერი იდეალურად დასრულდა, ჩვენ ყველა დარტყმა შესანიშნავად შევასურლეთ და ხუთივე გავიტანეთ. როდესაც მე ბურთს შევეხე, გავიფიქრე: მთელი ცხოვრება ამ წამს ველოდი, დარტყმის კუთხე ბოლო მომენტში, გამორბენის დროს ავირჩიე.
ტრეზეგესთან და ზიდანთან ურთიერთობა
მე და ტრეზეგე მოედნის მიღმაც კარგად ვუგებდით, ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ სტილით ძალიან განსხვავებულები ვიყავით, მე ის მჭირდებოდა და მას მე ვჭირდებოდა, ამიტომ ძალიან თავსებადი დუეტი გამოვედით. ჩვენი დუეტის ემბლემა “მილანთან” გატანილი გოლია, როდესაც მე “მაკრატელა” პასი გავაკეთე, მან კი სიტუაცია შესანიშნავად წაიკითხა და გოლი გაიტანა.
ზიდანი? ზიზუმ ტურინში ბრწყინვალე ხუთი წელი გაატარა, როდესაც ბევრი მოვიგეთ, მაგრამ მეტის მოგებაც შეიძლებოდა. მშვიდი ბიჭია, ძალიან თავმდაბალი და ჩვენს გუნდს ძალიან კარგად მოერგო. თავიდან სირთულეები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ აჩვენა რა შეეძლო. მას ჰქონდა თვისებები, მაგრამ „იუვეში“ კიდევ უფრო გაიზარდა, ბევრი ასპექტით განვითარდა.
საუკეთესო გოლი
ვფიქრობ, რომ ჩემი საუკეთესო გოლი კარიერის დასაწყისში 1994 წელს ‘ფიორენტინას“ გავუტანე. გარდა იმისა, რომ 0:2 ვაგებდით და ბოლო 15 წუთში თამაში მოვატრიალეთ, ხოლო ბოლო წუთზე მოვიგეთ, ეს გოლი ძალიან განსხვავდებოდა დანარჩენი გოლებისგან. სრულიად განსხვავებული იყო, წარმოუდგენელი, ინსტიქტური.