ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო ამერიკული ESPN-ის საფეხბურთო მიმომხილველად იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ალექსს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება უკვე კარგა ხანია აქვს, რადგან იტალიური Sky Sport-ზეც გახლავთ დასაქმებული.
თუმცა, ახლა უფრო მეტად ESPN-ზე მოუწევს დაკავება, რადგან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში სტუდიაში საფეხბურთო ანალიტიკოსი იქნება. აღსანიშნავია, რომ ალექსის დებიუტი ახალ არხზე ხვალ, „იუვენტუსი“ – „ლაციოს“ მატჩში შედგება.