„ბრეშას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დელ ნერიმ „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის სეზონი კარგად ახსენდება. ასევე თქვა, რომ ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი ტურინში მან მიიყვანა.
„გულშემატკივრებს ახოვთ, რომ ბონუჩი ჩემთან ერთად მივიდა „იუვეში“ და ბარძალი იანვარში შემოგვიერთდა, ამ უკანსკნელის ტრანსფერს მხარს მე ვუჭერდი, მახსოვდა რამდენად კარგად თამაშობდა ის ჩემს „კიევოში“.
სკუდეტოს გუნდი არ გვყავდა, მაგრამ მესამე ან მეოთხე ადგილზე გასვლა შეგვეძლო. მეორე წრეში ტრავმებმა გუნდზე გავლენა იქონია, მაგალითად კუალიარელასნაირი მნიშვნელოვანი მოთამაშე ტრავმის გამო დავკარგეთ. მე შესანიშნავი მოგონებები მაქვს „იუვესთან“, მესმის, რომ მეშვიდე ადგილი არ არის საკმარისი ამ გუნდისთვის, მაგრამ ეს სეზონი ცუდად არ მახსენდება“, – თქვა დელ ნერიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუიჯი დელ ნერი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი 2010-2011 წლების სეზონში იყო.