„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დელ ნერიმ ტურინში გატარებულ პერიოდზე კომენტარი გააკეთა:
„ანიელის არ ავურჩევივარ მწვრთნელას? დაპირისპირების გარეშე მოხდა, ეს სიმართლეა. მე პარატიჩის და მაროტას არჩევანი ვიყავი, ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ გენუაში. უნდა ითქვას,რომ ტურინში არც ანჩელოტი უყვარდათ, შესაბამისად, მე მაინც კარგ ატმოსფეროში ვიყავი. მე არ ვიყავი ბოლო. ჩემს კარერიაში თითქმის ყველგან კარგად ვიმუშავე.
რა გვაკლდა? ნახევარდაცვაში ხარისხი. პირლო და ვიდალი მე არასდროს მყოლია, არც ღრმა შემადგენლობა.
ბუფონი და სტორარი? სიმართლე ისაა, რომ იმ სეზონში ბუფონი მძიმე ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა. სტორარი ძალიან კარგად თამაშობდა, არასდროს არავისთვის არაფერი მიჩუქებია ამ კუთხით. მოხარული ვარ, რომ ჯიჯი ამ ასაკშიც უმაღლეს დონეზე თამაშობს. ის ბავშვებისთვის მაგალითია: ეს არის ვნება, რომლისთვისაც ფული მთავარი არაა“, – განაცხადა დელ ნერიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუიჯი დელ ნერი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი 2010-2011 წლების სეზონში იყო და გუნდმა სერია A-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა.